ჩინებული კასრი
85,00 ₾
მოსავალი მიღებულია საგურამოს ველის საუკეთესო ზვრებიდან, „ჩინურის“ ყურძნის ჯიშისგან, ძველად მას „ჩინებული“-ს სახელითაც იცნობდნენ. დაძველებულია მუხის კასრში მინიმუმ 9 თვის განმავლობაში. ღვინო ღია ჩალისფერია, რომელიც დაძველებასთან ერთად ოქროსფერ ელფერს იძენს. მკვეთრადაა გამოხატული მინდვრის ყვავილების, მსხლისა და ატმის ტონები. ძალზე სასიამოვნო მჟავიანობის მქონე, ხალისიანი ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.
რეგიონი: ქართლი
ალკოჰოლის შემცველობა: 11.5 %
ტიპი: თეთრი, მშრალი
ყურძნის სახეობა: ჩინური
დამზადების წესი: მუხის კასრი
მოცულობა: 750 მლ
