ჭაჭა თაფლის
38,00 ₾
სასმელი ყურძნის ჭაჭისაგან, ტრადიციული ქართული მეთოდით მზადდება, რომელიც დასაბამს კახეთიდან იღებს. კლასიკური მეთოდის მიხედვით, ყურძნის ჭაჭა, ღვინოსთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვევრში ინახება. გაზაფხულზე ამოიღებენ ქვევრიდან და გამოხდიან. ძველად ეს ხდებოდა ქვის, ახლა კი, უკვე – სპილენძის ჭურჭელში. თაფლი ჭაჭას სძენს გამორჩეულ, დელიკატურ არომატსა და გემოვნურ თვისებებს. რეკომენდებულია ცივ, სეზონურ ხილეულსა და დავარგებულ ყველეულთან ერთად მირთმევა.
არმოატი: თაფლი
ალკოჰოლის შემცველობა:45%
დაძველება 6 თვე მუხის კასრებში
მოცულობა: 750 მლ
არ არის მარაგში
