...
/
Privacy Policy

ბოლო განახლება: 2025 წლის 1 მარტი

Privacy Policy „ვინჩერო“

ბოლო განახლება: 2025 წლის 1 მარტი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი სახით აგროვებს და ინახავს კომპანია თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდის www.vincerowines.com გამოყენებისას.
აღნიშნულ ვებ-გევრდზე შემოსვლისას, თქვენ ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ინფორმაციის ტიპი:

თქვენი ინფორმირებულობისთვის, გაცნობთ, თუ რა ტიპის ინფორმაცია გროვდება ჩვენს ვებ-გვერდზე:

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ვებ-გვერდზე სტუმრობისას ან/და არსებული პროდუქციის შეძენისთვის და არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ელფოსტის მისამართი და სხვა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი იდენტიფიცირებისთვის.

გარდა ამისა, არაპერსონალური ინფორმაცია, რომელსაც www.vincerowines.com-ზე სტუმრობისას იგზავნება თქვენი ბრაუზერიდან. როგორიცაა: მოწყობილობის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი; ბრაუზერის ტიპი; გვერდების მისამართები, საიდანაც გვესტუმრეთ; ვიზიტის დრო და თარიღი; პერიოდი თუ სხვა სტატისტიკა.

საბანკო ტრანზაქცია:

ამასთან, თქვენი ფინანსური ინფორმაციის უსაფრთხოების კუთხით, გაცნობებთ, ჩვენ არ გვაქვს წვდომა თქვენი საბანკო ანგარიშის ინფორმაციაზე. ვებ-გვერდზე არსებული ყველა ფინანსური ტრანზაქცია მუშავდება ბანკის მიერ მოწოდებული უსაფრთხო სერვერის მეშვეობით.

მიზანი:

ჩვენ შეგროვებულ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის ვიყენებთ:

ვებ-გვერდის უზრუნველსაყოფა და გაუმჯობესება: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ვებსაიტის მუშაობისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

მარკეტინგული აქტოვობა: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელფოსტის მისამართი ან/და სხვა ინფორმაცია, რათა გამოგიგზავნოთ მარკეტინგული სიახლეები, როგორიცაა ნიუსლეთერი, თქვენი თანხმობით. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ კომუნიკაციების მიღებაზე ნებისმიერ დროს.

კანონმდებლობა:

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად.

მონაცემების გაზიარება და დაცვა:

პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შეთხვევებში.

ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, ცვლილებისგან ან განადგურებისგან. ამასთან, არც ერთი ვებ-გვერდი ან ინტერნეტ კავშირი არ არის სრულიად უსაფრთხო.

გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა ნებისმიერ დროს. ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენს ანგარიშში შესვლით და მხარდაჭერასთან დაკავშირებით  – ჩატის ფუნქციის გამოყენებით. ასევე, თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ჩვენგან მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე ნებისმიერ დროს იმავე გზით.

კომპანია იტოვებს უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, საჭიროებისამებრ ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში. აღნიშნულის გასაცნობად, გთხოვთ, პერიოდულად გაეცნოთ არსებულ დოკუმენტს.

კონტაქტი:

მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუემნტთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე არსებული ჩატის ფუნქციის გამოყენებით, ან/და მოგვმართეთ ელფოსტის მეშვეობით: info@vincerowines.com